გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მიმდებარედ, წალკის წყალსაცავზე, მოქალაქე 70 მეტრიანი გასაშლელი სახლართი ტიპის ბადით ახდენდა თევზჭერას და 14 კგ. კარჩხანის სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი-ს ფოტო.