14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს 08:30-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 5012 აბონენტს მარნეულში რუსთაველის, სულხან-საბას, აღმაშენებლის, იაგლუჯას, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში მეორე ქესალო, ქურთლიარი, დაშთაფა და მიმდებარე სოფლებში; 16 ივლისს 10:00-დან 16:00 საათამდე 1118 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კესალო, კაპანახჭი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:30 საათამდე 886 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში ზემო კარაბულახი, უსეინქენდი, საჯა, ბახჩალარი, ახა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე 3654 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.