24 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს 11:00-დან 18:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 396 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ამლივი, ტბისი, ფარცხისი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 20:00 საათამდე 7363 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, სართიჭალა, აღთაკლია, გაჩიანი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 16:00 საათამდე 3922 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, კიროვკა, სადახლო, ბაითალო და მიმდებარე სოფლებში, 16:00-დან 18:00 საათამდე 1180 აბონენტს წალკაში და წალკის რაიონის სოფლებში საყდრიონი, ტბეთი, დარაკოვი, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.