31 წლის მშობიარე ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა კასპში მოხდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, მშობიარეს გარდაცვალებამდე რაიმე გართულება არ აღენიშნებოდა. ოჯახი ექიმების უყურადღებობაზე საუბრობს და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
სამედიცინო პერსონალი კი ყვება რომ ორსული ქალბატონის მდგომარეობა ნელ-ნელა დამძიმდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ახალშობილი.