გლოვის დღესთან დაკავშირებით ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაეშვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.