რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში,მათ შორის გარდაბნისა და მარნეულის საოლქო კომისიებში არაიდენტიფიცირებული პირების მიერ სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა, რომლის შინაარსიც მიუღებელი და შეუსაბამოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.ცესკოს ინფორმაციით, უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ მიმართ შეტყობინების გადაცემა, თითქოს ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან. ასევე, სატელეფონო ზარები განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც, ვითომდა მათ მიერ „გადაგზავნილი“ საარჩევნო უბანში ასარჩევი პირების სიის მიღების დასადასტურებლად. დღეს ჩვენ გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დავუკავშირდით, როგორც გარდაბნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილი აცხადებს, მას გუშინ ღამის ცხრა საათზე დაუკავშირდნენ მობილურ ტელეფონზე და უთხრეს,რომ ქვემო ქართლის გუბერნატორთან შეხვედრაზე იყო დაბარებული. მისი თქმით, მან ფაქტის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აცნობა.
ცესკო მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, გააძლიერონ ძალისხმევა, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, უსაფრთხო და სანდო საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას