ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთაველ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა. „ვულოცავ ყველა რუსთაველ აბიტურიენტს, რომელიც წელს სტუდენტი გახდა და ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა! მიხარია, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენს ქალაქში წარმატებული ახალგაზრდების რაოდენობა. განათლება არის, ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლითაც ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს. მეამაყება, რომ ვარ იმ ქალაქის მერი, რომლის ახალგაზრდობას ქვეყნის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ჩვენ, თქვენ გვჭირდებით და მზად ვართ, გამოგყვეთ, ყველა კეთილ საქმეში!”- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ. შეგახსენებთ, წელს 27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. 4 071 – მა კი სახელმწიფოს სრული დაფინანსება მოიპოვა, რომელთაგან 76 რუსთაველია.