რუსთავის საკრებულოს წევრმა, ამირან ჯანჯღავამ მე-7 მიკრორაიონში ბალახი გათიბა.დეპუტატმა სამუშაოები, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს ეზოებში შეასრულა. მისი თქმით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მსგავს საქმეებში ძალიან მნიშვნელოვანია.ამირან ჯანჯღავა მოუწოდებს მოქალაქეებს მოაწესრიგონ საკუთარი ეზოები და აქტიურად ჩაერთონ მსგავს აქტივობებში. აღნიშნული სამუშაო დეპუტატმა კიდევ ხუთ მისამართზე შეასრულა.