ჭყონდიდელის დასახლებაში ახალი მუნიციპალიტეტის შენობის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

ჭყონდიდელის დასახლებაში ახალი მუნიციპალიტეტის შენობის მშენებლობა სავარაუდოდ სექტემბერში დასრულდება. ადგილზე მთავარი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის დასასრულებლად ტენდერის პირობების მიხედვით ვადა ოქტომბრის 27 რიცხვამდე აქვს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამუშაოები ადგილზე ვადაზე ადრე დასრულდება.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გლობალ სერვის + ” რუსთავის მერიის დაკვეთით ახორციელებს. ადგილზე მოსახლეობას მუნიციპალური სერვისების მიღების გარდა, შესაძლებლობა ექნება ბიბლიოთეკით და საბანკო მომსახურებითაც ისარგებლოს. ახალ შენობაში მოსახლეობა მომსახურეობას უკვე წლის ბოლოდან მიიღებს. პროექტი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. გარდა ამისა მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება  სკვერის მოწყობაც.