ბოლნისში საარჩევნო თემატიკაზე ტრენინგი ჩატარდა

ბოლნისის #23 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო თემატიკაზე ტრენინგი ჩატარდა .ტრენინგზე ისეთ თემებზე ისაუბრეს როგორიცაა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა როლი საარჩევნო პროცესში, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები, არჩევნების სანდოობა და საჯარო მოხელეების როლი.კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა  და საბიუჯეტო თანხების გამოყენების აკრძალვა .

ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების განვითარების ,რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს .

თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ბოლნისში დაიწყო და ეტაპობრივად  სხვადასხვა რეგიონებში ჩატარდება.