გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი სოფელ სართიჭალის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მოსახლეობის განცხადებით,მათი მთავარი მოთხოვნა სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,კერძოდ კი 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნებით სოფლის მომარაგებაა.როგორც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა განაცხადა,სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად,მუნიციპალიტეტი არსებული პრობლემების მოგვარებისთვის მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.