ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ხვალ დილიდან ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ რიგში ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება და შემდეგ, ეტაპობრივად გახდება ცნობილი სხვა საგნების შედგებიც.