საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ვიდეოს, რომელიც ბათუმში ზღვის სანაპიროზეა გადაღებული. სანაპიროზე ძაღლი მაშველის როლს ასრულებს.

როგორც ირკვევა ​მაშველმა გოდერძი გოგიშვილმა ბათურა რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ქუჩაში იპოვა. ძაღლი ახალგაცნობილ მეგობარს თავიდანვე მიეკედლა და აღარ ჩამოშორებია.

მაშველმა ძაღლის გაწვრთნა დაიწყო, რამდენიმე თვეში, ბათურას მაშველის ინსტიქტები გამოუმუშავდა და ახლა ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.