საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მინსკში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ერთი მედალი მოიპოვა. ბელარუსში რვა ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრა, 7 ვაჟი და ერთი გოგონა: ზებედა რეხვიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიგა გიგაური, კობა მჭედლიშვილი, ლაშა ტაველური, ლევან მატიაშვილი და მარიამ ჯანაშვილი.
ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც მედლის მოპოვება შეძლო, რუსთაველი ზებედა რეხვიაშვილია. მან ტურნირზე ხუთი ბრძოლა გამართა და ხუთივე იპონით დაასრულა.