ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა, კერძოდ ლავიწის ძვლისა და დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა.როგორც კლინიკა ,,რუსთავის” გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების გამგე , ევგენი ნიკოლაშვილი აცხადებს პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ეტაპზე მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გრძელდება.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ , საღამოს შარტავას გამზირზე მოხდა. ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება , 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა , რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.