რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მასშტაბური პროექტი დაასრულა, რომელშიც კომპანიამ 600 000ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის წყლიდან აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით რეაბილიტაციის ფარგლებში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ რუსთავის მკვებავი წყალმომარაგების 1 კმ სიგრძის მაგისტრალური მილი შეიცვალა. პარალელურად, წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ევროსტანდარტისშესაბამისი 15 ურდული დამონტაჟდა. პროექტის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია ხვალ, 9აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან დაიწყებს და 11 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაასრულებს.
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია მაგისტრალური ქსელისწყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 აგვისტოს 23:00 საათიდან 11 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა დამარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს.
აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტის შექმნისმიზნით 24 საათიან რეჟიმში ქალაქის რვა სხვადახვა წერტილში მობილიზებული იქნებაწყლის ცისტერნები. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის, ასევე წყლის ცისტერნების ადგილმდებაროების შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს, წინასწარ, ტელევიზიის და SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქის მეშვეობით.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების დასრულებისთანავე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამასთანავე, მომავალში ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მოსახლეობის მინიმალურ რაოდენობას შეეზღუდება წყალმომარაგება. კომპანია რუსთავის წყალი მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამუშაოებს.
2018-2020 წლებში ქალაქ რუსთავში სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კომპანია 12მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.