რუსთავში ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს 3 ახლად რეაბილიტირებული სკოლა უმასპინძლებს . ათასწლეულების ფონდისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში რუსთავის, ჟიული შარტავას მე-4 საჯარო სკოლას , 28-ე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა , ხოლო მე-15 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.
სკოლები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით , სპორტული დარბაზებით , ბიბლიოთეკითა და საბუნებისმეტყველო საგნებისთვის განკუთვნილი კაბინეტებით, სადაც მოსწავლეებს ცდების ჩატარების საშუალება ექნებათ .
ახლად რეაბილიტირებული სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.