რა გეგმები აქვს ,,წითელ ჯვარს” რუსთავში ?!

რუსთავის მერიაში ქალაქის პირველი პირები  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  მხარებმა იმ სტრატეგიულ მიმართელებებზე და პროექტებზე  ისაუბრეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ქალაქში განხორციელდება. წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა  ქალაქის ხელმძღვანელ პირებს და შესაბამის სამსახურებს, მათი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.   კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს ქალაქში წითელი ჯვრის საზოგადოების რეგიონული ოფისის შექმნაზე, რომელიც ტრენინგ ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს. საუბარი შეეხო ასევე, წითელი ჯვრის მობილური კაბინეტის არსებობის აუცილებლობას, რომელიც უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევას გულისხმობს. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ასევე შინ მოვლის პროგრამის კვლავ ამოქმედება, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას ბინაზე მისვლით ითვალისწინებს.