სურსათის უვნებლობის სააგენტომ ივლისის თვეში ქვემო ქართლის რეგიონში 94 კვების ობიექტი შეამოწმა . ინსპექტირებისას სააგენტოს თანამშრომლებმა ვადაგასული პროდუქციის , ეტიკეტირების წესების დარღვევის , არასათანადო შენახვისა და ჰიგიენურ -სანიტარული ნორმების დარღვევისთვის 19 ობიექტი დააჯარიმა. მათ შორის რუსთავში 2 კვების ობიექტს საწარმოო პირობების კრიტიკული შეუთავსებლობის მიზეზით ფუნქციონირება შეუჩერდა და ბიზნეს-ოპერატორები 1000 ლარით დაჯარიმდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსის , მირანგულა ლიპარტელიანის თქმით , სახელმწიფო კონტროლი საკვებ ობიექტებს , ხორცის საწარმოებსა და სურსათის მაღაზიებს ჩაუტარდა