რუსთავში, 21-ე მიკრო-რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. 4 წლის ბავშვი მაღალი სართულიდან გადმოვარდა. როგორც რუსთავის სამედიცინო დახმარების ცენტრში TV4-ს განუცხადეს ბავშვის გადაყვანა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაჰყავდათ. თუმცა როგორც კლინიკის დირექტორმა TV4-ს განუცხადა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო პატარა გზაშივე დაიღუპა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.