წალკის მუნიციპალიტეტის სოფელხარებაში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი მერს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ 20 წლის წინ აჭარიდან ჩამოასახლეს და ე.წ ბერძნების სოფელში დაასახლეს. აქვთ ეკომიგრანტის სტატუსი, თუმცა არ არიან სახლების კანონიერი მფლობელები.
როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ბერძნები, რომლებიც სახლების მესაკუთრეები არიან, უკვე რამდენიმე წელია წალკაში აქტიურად ბრუნდებიან და ახლა მათ გამოსახლება ემუქრებათ. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ან იმ სახლების გამოსყიდვას ითხოვენ, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, ან სოფელ ხარებასთან ახლოს, მიწის ნაკვეთებზე ახალი სახლების აშენებაში დახმარებას თხოვენ.
ადგილობრივი მოსახლეობა პრემიერ-მინისტრსაც მიმართავს და წალკის მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ხარებაში მცხოვრებმა ეკომიგრანტებმა საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართეს.