რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიამ, კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.სხდომაზე კომისიის წევრებმა ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის მე-4 მუხლში ცვლილებების განხორციელების შესახებ იმსჯელეს, რომლის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გოგი დვალმა მიაწოდა.
ცვლილებების მიხედვით, ,,აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით“ სარგებლობა შეეძლებათ აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვებს, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი -F84 და აგრეთვე აღნიშნული სპექტრის მქონე 0-12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები -F78,R62 და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს.
დღესვე დეპუტატებმა ა(ა)იპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორს, ეკატერინე ხუციშვილს მოუსმინეს, რომელმაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა
ნიუსი ჩასწორებულია:
პროგრამის ცვლილრბა ეხება მხოლოდ R62 და F 78 კოდს, რომელიც გულისხმობს განვითარების შეფერხების შედარებით მსუბუქ ფორმებს. რაც შეეხება F84 კოდს, რომელიც გულისხმობს აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვებს, პროგრამის ცვლილება არ შეეხება. ჩვეულებრივ, აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ როგორც სოციალურად დაუცველი, ისე სოციალლურო ქულის არ მქონე რუსთავში რეგისტრირებული ბენეფიციარები.