ბოლნისს უეფას მეორე კატეგორიის სტანდარტის შესაბამისი საფეხბურთო მოედანი ექნება

ბოლნისში,თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი პირველი საშინაო მატჩისთვის ემზადება . სტადიონის სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით მოედანზე ბუნებრივი ბალახის საფარი მოეწყო,სტადიონზე მოიხსნა სამხრეთ ტრიბუნა, რის ხარჯზეც გაიზარდა მოედნის ფართობი და  დაშორება აუტის ხაზიდან ტრიბუნამდე. მოწესრიგდა გასახდელები და მსაჯების ოთახი.  მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოეწყობა ტრიბუნები და პრესლოჟა  თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ უეფას მეორე კატეგორიის სტანდარტის შესაბამისი იქნება .

ბოლნისის „სიონი „  ფედერაციისგან ნებართვის მოპოვების შემთხვევაში პირველ საშინაო მატჩს 2 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ „რუსთავთან“ გამართავს .