რუსთავში ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სამი ახლად რეაბილიტირებული სკოლა უმასპინძლებს

რუსთავში ახალი სასწავლო წლიდან  მოსწავლეებს  3 ახლად რეაბილიტირებული სკოლა უმასპინძლებს . ათასწლეულების ფონდისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში რუსთავის, ჟიული შარტავას მე-4 საჯარო სკოლას , 28-ე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა , ხოლო  მე-15 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.

სკოლები  აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით , სპორტული დარბაზებით , ბიბლიოთეკითა  და საბუნებისმეტყველო საგნებისთვის განკუთვნილი კაბინეტებით, სადაც მოსწავლეებს ცდების ჩატარების საშუალება ექნებათ . 

ახლად რეაბილიტირებული სკოლები  ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.