რუსთავში ორ კვების ობიექტს ფუნქციონირება შეუჩერდა

სურსათის უვნებლობის სააგენტომ ივლისის თვეში ქვემო ქართლის რეგიონში 94 კვების ობიექტი შეამოწმა . ინსპექტირებისას  სააგენტოს თანამშრომლებმა ვადაგასული პროდუქციის , ეტიკეტირების წესების დარღვევის , არასათანადო შენახვისა და ჰიგიენურ -სანიტარული ნორმების დარღვევისთვის 19 ობიექტი დააჯარიმა.  მათ შორის რუსთავში 2 კვების ობიექტს საწარმოო პირობების  კრიტიკული შეუთავსებლობის  მიზეზით ფუნქციონირება შეუჩერდა და ბიზნეს-ოპერატორები  1000 ლარით დაჯარიმდნენ. სურსათის  ეროვნული სააგენტოს  ქვემო ქართლის  რეგიონალური სამმართველოს უფროსის , მირანგულა ლიპარტელიანის თქმით , სახელმწიფო კონტროლი საკვებ ობიექტებს , ხორცის საწარმოებსა და სურსათის მაღაზიებს ჩაუტარდა