სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის პირველ ნახევარში 6 საჯარო სკოლა დააჯარიმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით ინსპექტირება 100–მდე საბავშვო ბაღში ჩაატარა, შემოწმდა 50–მდე სკოლის ბუფეტი. სამმართველოს უფროსის მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, რამდენიმე მათგანში იყო გარკვეული დარღვეები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და სკოლებს შესაბამის რეკომენდაციები გაეწიათ. ექვსი სკოლა კი მიმდინარე წელს მიკვლევადობისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა. მირანგულა ლიპარტელიანის ინფორმაციით, ეროვნული სააგენტო წელიწადში ორჯერ ახორციელებს სასწავლო დაწესებულებებში ინსპექტირებას, გარდა ამისა ხდება არაგეგმიური მონიტორინგის. მისივე ინფორმაციით, სკოლებში და ბაღებში ინსპექტირების მეორე ეტაპი უკვე ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.