ქვემო ქართლს  ახალი სახანძრო მანქანები გადაეცემა

ქვემო ქართლს  ახალი სახანძრო მანქანები გადაეცემა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო მანქანების პირველი ნაკადი უკვე მიიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სულ 40 ავტომობილი შეიძინა, აქედან 20 ტყის სახანძრო ავტომობილია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ რომ რესურსი მთლიანად დაფარავს იმ საჭიროებებს, რაც ტყის ხანძრის დროს იქმნება. ასევე შეძენილია ავტომობილები, რომელიც ხანძრებისთვის არის განკუთვნილი, როგორც წყლის გადასატანად ასევე ადამიანების გადასაყვანად. რაც შეეხება რუსთავს, როგორც ქრონიკას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ახალი ავტომობილები რეგიონებშიც გადანაწილდება, ამ დროისთვის კი კონსულტაციები მიდის და თუ რა რაოდენობის ავტომობილის გადაცემა მოხდება ჩვენი რეგიონისთვის და რაოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის განახლების პირველი ეტაპი და მომავალი წლიდან პროცესი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ავტომობილების შეძენას 13 მილიონი მოხმარდება.