გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რემონტი აქტიურ ფაზაშია. პატარებს ახალი სასწავლო წლიდან განახლებული შენობა და გალამაზებული ოთახები დახვდებათ. თუმცა, ამ ყველაფერს ერთი რამ აკლდა – სოფელ ნაგების, ლემშვანიერას ორი საბავშვო ბაღის, ჯანდარის, მზიანეთის, ნაზარლოს, გამარჯვების, კალინინოსა და ყარაჯალარის საბავშვო ბაღებში ბუნებრივი აირი არ არის.
გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა ოფიციალური წერილით მიმართა კომპანია „Socar“-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მახირ მამედოვს და სთხოვა, რომ აღნიშნულ კომპანიას საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა სამუშაოები და ბავშვებისთვის საჩუქარი გაეკეთებინა.
ბატონმა მახირმა შეთავაზება სიხარულით მიიღო და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ცხრავე ბაღში, კომპანია უმოკლეს ვადებში, ბუნებრივი აირის მიყვანას, შიდა ქსელების მოწყობასა და გაზის მიწოდებას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონ 500 ათასი ლარის, სამშენებლო სამუშაებს 23 სააღმზრდელო დაწესებულებაში ახორციელებს, რომელიც 1 ოქტომბრისთვის დასრულდება.