ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა დღეს საკონცერტო სეზონი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გახსნა. რუსთავქალაქობა 2018-ის ფარგლებში ნიკოლოზ რაჭველისა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულრი სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ჩატარდა.შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის, ბიძინა კვერნაძის, ალექსი მაჭავარიანის, გია ყანჩელის და ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოებები. სოლისტები კი ნატო მეტონიძე და ალტისტი გიორგი ცაგარელი იყვნენ.
კონცერტის დასასრულს სცენაზე გია ყანჩელი ავიდა, რომელმაც მსმენელს სიტყვით მიმართა. დღესვე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გია ყანჩელი საპატიო რუსთაველის მოქალაქის ტიტულით დააჯილდოვა.