“რუსთავქალაქობა 2018 “-ის ფარგლებში ველომსვლელობა გაიმართა

“რუსთავქალაქობა 2018 ” -ის  სადღესასწაულო კვირეულის ფარგლებში ქალაქში ველომსვლელობა გაიმართა . რუსთავის  ველომოყვარულთა კლუბის წევრებმა სტარტი რუსთაველის ქუჩიდან აიღეს და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე , მთავარ მოედანთან დაასრულეს . ველომარათონში რუსთაველ ველომრბოლელებთან ერთად თბილისიდან ჩამოსული სტუმრებიც იღებდნენ საერთო ჯამში მსვლელობაში 50 -მდე მონაწილე იყო ჩართული . მსვლელობას ქალაქის მერი , ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა . 

როგორც ორგანიზატორები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ ველომსვლელობა მიზნად ისახავს ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და კოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას.