ზაზა სარალიძე პარლამენტთან შიმშილობის გამო ცუდად გახდა

ხორავას ქუჩაზე მოკლულის მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეუძლოდ გახდა. Facebook-გვერდი “მამები სიმართლისთვის” წერს, რომ ზაზა სარალიძისთვის ჯანმრთელობის პრობლემების გამო შიმშილობა არ შეიძლება და მისი მდგომარეობა უარესდება.

ზაზა სარალიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში უკვე გადაიყვანა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” წერს.

სარალიძე პარლამენტის წინ უკვე მეექვსე დღეა შიმშილობს.