მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა, როგორც კლინიკა რუსთავში ჩვენთან საუბრისას განმარტავენ დაშავებულს  სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება .

შეგახსენებთ,  შემთხვევა გუშინ შუადღეს  ლეონიძის ქუჩაზე მოხდა , ოჯახის ახლობლები გადმოხტომის ვერსიას არ გამორიცხავენ , მათი   განცხადებით ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა