კოსტავას გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღის საათებში მოხდა. როგორც მაღაზიის კონსულტანტი ჰყვება, მაღაზიაში დაახლოებით ექვს საათზე, სამი პირი შევიდა. ორსული კონსულტანტი შემთხვევის დროს მაღაზიაში მარტო იმყოფებოდა, მისი თქმით, მძარცველები ყურადღების გადატანით შეეცადნენ სალაროში შეღწევას. რის შემდეგაც მაღაზია დატოვეს. წაღებულია ფულადი თანხა 300 ლარის ოდენობით. მაღაზიის კონსულტანტის თქმით, მას შემდეგ რაც თანხის დაკარგვის შესახებ შეიტყო 112–ში დარეკა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე აღძრულია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. შსს–ს ინფორმაცით, მხილებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი სამივე პირი და მათ დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ეჭვმიტანილები სავარაუდოდ არასრულწლოვანები არიან.