კომპანია „ენერგო პრო–ჯორჯიას“ მიერ არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო მოსახლეობას სარდაფები ეტბორება. მეჩვიდმეტე მიკრორაიონის #13 კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანიამ კორპუსის ტერიტორიაზე ელექტროსადენები შეცვალა, რის შემდეგაც ასფალტის საფარი არასწორად დააგო და წვიმის დროს მათი სარდაფები და სადარბაზოები წყლით ივსება. საქმეში უკვე ჩაერთო დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გიგა ჯღარკავა. საკრებულოს დეპუტატის თქმით, მოსახლეობამ „ენერგო პროს” მიერ სამუშაოების ჩატარების დროს დაშავებულის შეცდომის გამოსწორების მიზნით ადგილობრივ მთავრობას მიმართა. ჯღარკავას თქმით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, სადაც განუცხადეს, რომ პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდება. გიგა ჯღარკავა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკითხი დათქმულ ვადაში არ მოგვარდება ხელისუფლება კომპანიის მიმართ მკაცრ ზომებს აამოქმედებს. რატომ ვერ მოხდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების ხარისხიანად შესრულება და რა პასუხი აქვს კომპანიას ნახეთ ქრონიკის მთავარ გამოშვებაში.