როგორი ამინდია მოსალოდნელი?

საქართველოში უახლოესი 3 დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

7 – 8 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს.

რუსთავში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.