მეორე სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

მეორე სართულიდან სამი წლის გოგო გადმოვარდა.შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში მოხდა.

დაშავებული რუსთავში ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მცირეწლოვანს გამოკვლევები უტარდება. ექიმების თქმით, ბავშვს დაზიანებები აქვს თავის არეში. Tv-4-ის გადამღები ჯგუფი მუშაობს თემაზე. შემთხვევის დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.