რას აცხადებს მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის დედა

მეორე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანის ოჯახის წევრები tv4 თან საუბრისას განმარტავენ რომ 3 წლის გოგონა რომელიც მეორე სართულზე უფროს დასთან ერთად თამაშობდა  აივნიდან გამოვარდა .  
„ თავის დასთან ერთად თამაშობდა მეორე სართულზე და უცბად რა მოხდა არ ვიცი , რომ გავიხედე უკვე გადავარდნილი იყო  „ -აცხადებს მცირეწლოვანი ბავშვს მშობელი . 
ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით მცირეწლოვანმა გადმოვარდნისას თავის მიდამოს ტრავმა მიიღო ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიაგნოსტიკური გამოკვლევები. 
შეგახსენებთ შემთხვევა დღეს დილით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში მოხდა .