შსს – ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში

სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნანგრევებში მოზარდების მოყოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.