ძლიერი ხანძარი რუსთავში (+ფოტო)

რუსთავში,მარის არხის დასახლებაში გვიან ღამით ძლიერი ხანძარი იყო.წიწილების ინკუბატორს ცეცხლი გაუჩნდა.დამწვარია 3 000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი.ძლიერი ხანძრის გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახური.