ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას დაშავებული ილია ისაევი გარდაიცვალა

31 წლის კაცი, ილია ისაევი, ვის ბინაშიც ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა.  ახალგაზრდა კაცი ერთი კვირის განმავლობაში კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მას სხეულის 87% ჰქონდა დამწვარი

 

მისივე თქმით, ახალგაზრდა კაცი დღეს დილით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში მომხდარ ბუნებრივი აირის აფეთქებას 7 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.