წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება-რუსთავქალაქობა 2018 (+ფოტო)

რუსთავქალაქობა 2018-ის ფარგლებში დღეს თოდრიის ქუჩაზე წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვნენ. ოქროს და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები და მედლები ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა , რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა გადასცეს.
სულ რუსთავში წელს 103 მოსწავლე გახდა ოქროს და ვერცხლის მედალოსანი.