მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 1 წლის გოგონა დედაქალაქში გადაიყვანეს

რუსთავში, მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილ 1 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია-ამის შესახებ tv4-ს ბავშვის ბებიამ განუცხადა. როგორც ,,ქრონიკის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბავშვი დედაქალაქში დამატებითი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა.არსებული ინფორმაციით ბავშვი ფანჯრის ბადეს მიაწვა და მიწოლის შედეგად გადმოვარდა.  ბავშვი მეორე სართულის მიშენებაზე დაეცა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ბავშვი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

როგორც ქრონიკას შინაგან საქმეთა სამინისტორში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით მიდმინარეობს, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.