რა სამუშაოები მიმდინარეობს კოსტავას გამზირზე?!

კოსტავას გამზირზე ქვაფენილის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურში ,,ქრონიკას” განუცხადეს,საავტომობილი გზის სავალ ნაწილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია საგარანტიო პირობების ფარგლებში დაწეული ქვაფენილის გასწორებას ახდენს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია საგარანტიო პირობების ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორება სხვა ლოკაციებზეც უზრუნველყოს.