მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში საბავშვო ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს
. სოფელ ალგეთში საბავშვო ბაღის არარსებობა წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა და ადგილობრივებს ბავშვები ქალაქ მარნეულის საბავშვო ბაღებში დაჰყავდათ. ახლად აშენებული ბაღი ალგეთში 150 აღსაზრდელზეა გათვლილი,თუმცა მასში 180 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.ბაღის მშენებლობა დაახლოებით 650 000 ლარი დაჯდა.