სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს 12:00-დან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში აკაურთა, ზვარეთი, რატევანი, ქვეში და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ქესალო, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თბილისის, გოდერძი ჩოხელის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 12:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლელაშხა, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.