ქვემო ქართლის მასშტაბით 173 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა

დღეს ქვემო ქართლის მასშტაბით 173 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა , მათ შორის 70 რუსთაველი . მოსწავლეებს 9 კლასის უმაღლესი შედეგებით დასრულებისთვის განათლების სამინისტრომ საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა . როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ჩვენთან საუბრისას განმარტავს წლიდან წლამდე წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი მზარდი სტატისტიკით ხასიათდება , რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს .  დაჯილდოების ცერემონიას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ , რომლებმაც მოსწავლეებს საბაზისო დონეზე უმაღლესი შედეგები მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.