წაქცეული ხეები და დაზიანებული მანქანები-ძლიერი ქარის შედეგები რუსთავში (+ფოტო)

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რუსთავში. ქარმა რამდენიმე მისამართზე გარეგანათების და ელექტროგადამცები ხაზები დააზიანა. წაქცეულია ხეებიც, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომობილები. კონსტიტუციის ქუჩა #14-ში მოგლეჯილი ხე მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას დაეცა,  ქარმა ხეები წააქცია ყაზბეგის #19-სა და ვაჟა-ფშაველას #6-ში, სადაც გზა ჩაიხერგა. ადგილზე მუშაობდნენ “,,რუსთავ-სერვის ცენტრის” თანამშრომლები.

რუსთავის მერიის „რუსთავსერვის ცენტრის“ ინფორმაციით, უამინდობის გამო დაკეტილია რუსთავის ცეტნრალური პარკიც, რათა მოსახლოების უსაფრთხოება იქნას დაცული.

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიმძლავრე წამში 20-25 მეტრი იქნება.