გემზე 1400 კგ „კოკაინი“ აღმოაჩინეს, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე

ესპანეთის პოლიციამ კანარის კუნძულებთან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ საბუქსირო გემზე 1400 კილოგრამი „კოკაინი“ აღმოაჩინა და გემის ეკიპაჟის 10 წევრი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

დაკავებულია თურქეთის 7 და საქართველოს, უკრაინისა და ბულგარეთის თითო მოქალაქე. პოლიციის ინფორმაციით, აკრძალული ტვირთი სპეციალურ სამალავში ინახებოდა.

„კოკაინი გემით სამხრეთ ამერიკიდან, თურქეთის გავლით ესპანეთში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მისი ტრანსპორტირება იგეგმებოდა“, – აცხადებენ პოლიციაში.