“ ინტერტრანსის „ გადაწყვეტილება არ ნიშნავს რომ 50 თეთრის მომატება გახდეს აპრიორი

“ ინტერტრანსის „ გადაწყვეტილება არ ნიშნავს რომ 50 თეთრის მომატება გახდეს აპრიორი

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულების გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. გუბერნატორის განცხადებით ფასის მომატებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და შესაძლოა ფასი საერთოდ არ გაიზარდოს .
„რუსთავი თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული ამაზე მსჯელობა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანიასთან .“ ინტერტრანსის „ გადაწყვეტილება არ ნიშნავს რომ 50 თეთრის მომატება გახდეს აპრიორი შეიძლება მგზავრობის ღირებულება საერთოდ არ გაიზარდოს „ -აღნიშნავს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი .
შეგახსენებთ , დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში კომპანია „ინტერტრანსის „ და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა , სადაც კომპანიამ მგზავრობის ღირებულების 50თეთრით გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა .