მოქალაქეებმა რუსთავში, მტკვარზე, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 16 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი მოიპოვეს.

დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეებმა ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 16 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი მოიპოვეს.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა ნავი, ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, ფანარი, აკუმლატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი.
ორივე მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით.